|
2022-04-08 14:08:59, 2255 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღო. - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელების და უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე, საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესების შესახებ. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციების მიზანია, შეაჩეროს რუსეთის ჯარების უგუნური, არაჰუმანური და აგრესიული ქცევის შეჩერება და გააგებინოს კრემლში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ უკანონო აგრესია ძვირი დაუჯდებათ. შეთანხმებული პაკეტი მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომლებიც გამიზნულია რუსეთის მთავრობის და ეკონომიკაზე ზეწოლის გასაძლიერებლად და კრემლის რესურსების შეზღუდვისთვის. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, სანქციები მიღებულ იქნა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუჩაში და რუსეთის ოკუპაციის სხვა ადგილებში ჩადენილი სისასტიკის გამო. „სანქციების პაკეტი კრძალავს, 2022 წლის აგვისტოდან ნახშირის და სხვა მყარი წიაღისეული საწვავის შესყიდვას, იმპორტისა და ტრანსპორტიერებას. ამასთან, რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ გემებზე ევროკავშირის პორტებზე დაშვებას. გამონაკლიოსი გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის, საკვები პროდუქტების, ჰუმანიტარული დახმარებასა და ენერგოპროდუქტებზე. ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსულ და ბელარუსულ ავტოტრანსპორტს ეკრძალება სახმელეთო გადაზიდვა. გამონაკლისს წარმოადგენს ზოგიერთი პროდუქტი, როგორიცაა მედიკამენტები, სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქტი, მათ შორის ხორბალი, ასევ ჰუმანიტარული სახმელეთო გადაზიდვები; იზღუდება რეაქტიული საწვავის, ასევე კვანტური კომპიუტერების, მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკის, სატრანსპორტო აღჭურვილობის ექსპორტი. იკრძალება ისეთი პროდუქტების იმპორტი, როგორიცაა ხის მასალა, ცემენტი, სასუქები, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლური სასმელები; იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მოქმედი სანქციების გვერდის ავლა, ევროკავშირი კრძალავს რუსული კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას, ფართოვდება შეზღუდვა კრიპტოსაფულეების დეპოზიტებზე, ბანკნოტებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე; გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა დაასამქციროს ის კომპანიები, რომელთა პროდუქციამ ან ტექნოლოგიებმა შეასრულეს როლი რუსეთის ინტერვენციაში, ასევე ოლიგარქები, ბიზნესმენები, კრემლის მაღალჩინოსნები, პროპაგანდისტები, ასევე უკვე სანქცირებული პირების ოჯახის წევრები. ამას გარდა, ტრანზაქციები სრულად იკრძალება რუსეთის ოთხ წამყვან ბანკთან, რომლებზეც მოდის რუსეთის მთლიანი საბანკო სექტორის წილის 23%“, SWIFT-ის გაუქმების შემდეგ ეს ბანკები ახლა დაექვემდებარება აქტივების გაყინვას, რითაც მთლიანად მოწყვეტილი იქნებიან ევროკავშირის ბაზრებზე. - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროსაბჭომ მოსთხოვა რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრულ პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)