|
2022-04-08 00:32:12, 3394 ნახვა
Lifestyle
ლეგენდარულმა Pink Floyd-მა ანდრეი ხლევნიუკთან ერთად სიმღერა უკრაინის მხარდასაჭერად ჩაწერეს - ვიდეო
საკულტო ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის ვოკალისტმა და გიტარისტმა დევიდ გილმურმა YouTube-ზე გამოაქვეყნა სიმღერა, რომელიც ჩაწერილია უკრაინული ჯგუფის Boombox-ის ფრონტმენთან, ანდრეი ხლევნიუკთან ერთად. სიმღერას ჰქვია Hey Hey Rise Up და ეძღვნება უკრაინის ომს. ეს არის პინკ ფლოიდის პირველი ორიგინალური სიმღერა 1994 წლის Division Bell-ის შემდეგ. გაზეთ Guardian-თან ინტერვიუში მათ განაცხადეს, რომ ხელახლა ქმნიდნენ ჯგუფს ომის შესაჩერებლად. შემდეგ გილმურმა თქვა, რომ მან ნახა ხლევნიუკის ინსტაგრამის პოსტი თოფით კიევის აია სოფიაში. ”ძალიან რთული და შემაშფოთებელია ამის ყურება - წარმოუდგენლად გიჟური, უსამართლო თავდასხმა დიდი ძალის მიერ დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ”, - თქვა მან. გილმორის თქმით, მას უკრაინაში მცხოვრები ნათესავები ჰყავს და კარგად ესმის ამ ქვეყნის ტკივილი და ტანჯვა. სიმღერის გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინელებს, რომლებმაც ომის გამო სახლები დაკარგეს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)