|
2022-04-05 15:45:18, 694 ნახვა
საზოგადოება
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატება
აჭარაში კიდევ ერთი ტურისტული პროდუქტის განვითარება იგეგმება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ბათუმთან ახლოს, სოფელ კაპნისთავში კანიონინგისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. სოფელში 10-მდე სხვადასხვა სიმაღლის ჩანჩქერი მდებარეობს, რომელთა შორის ყველაზე მაღალი 35 მეტრია. კანიონინგის ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ კაპნისთავი კიდევ ერთი ტურისტული მიმართულება იქნება, სადაც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები ჩანჩქერებზე დაშვებასა და ლაშქრობას შეძლებენ. პირველი კანიონინგის მარშრუტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უჩხოს ხეობაში 2020 წელს მოაწყო, სადაც 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და ულამაზეს ხეობაში მდებარე 1,5 კმ სიგრძის კანიონია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)