10:47 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 22:42:13, 837 ნახვა

საზოგადოება
მეუფე მელქისედეკი - ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან

ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი - წერს მეუფე მელქისედეკი ოკუპანტი რუსეთის ქმედებებზე ბუჩაში:

"შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც ბუჩაში დაატრიალეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა. ესაა ჩვენს თვალწინ, ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგები. ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი. ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა. მათ იგივე გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, იგივეს აკეთებენ ახლა- უკრაინაში და იგივეს გააკეთებენ ხვალ-სხვაგან.  თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან. უკრაინა არაა დამნაშავე, უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის, ეს რუსული საოკუპაციო ჯარები არიან, რომლებიც საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებით ცდილობენ გამართლებას. ნუ ავყვებით მტრის პროპაგანდას და ვილოცოთ, რომ უკრაინასა და საქართველოში მალე დასრულდეს რუსული ოკუპაცია. " წერს ​მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics