04:28 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 19:02:22, 577 ნახვა

მსოფლიო
ლიეტვა და ლატვია რუსეთის ელჩებს ქვეყანას ატოვებინებენ

ლიეტუვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს აქვეითებს და რუსეთის ელჩს ქვეყანას ატოვებინებს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა დღეს, 4 აპრილს, განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ კლაიპედაში რუსეთის საკონსულო დაიხურება და ლიეტუვის ამჟამინდელი ელჩი მოსკოვში ქვეყანაში დაბრუნდება.

ლანდსბერგისის თქმით, ესაა პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მისი შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკ დანაშაულებზე უკრაინის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბუჩას შემზარავ ხოცვა-ჟლეტაზე.

გარდა ამისა, ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინაში ლიეტუვის ელჩი კიევში დაბრუნდება.

ლატვიამ ასევე შეამცირა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე. რიგის ელჩს მოსკოვიდან გაიწვევს, ხოლო რუსეთის ელჩი ლატვიაში მიიღებს ბრძანებას, დატოვოს ქვეყანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics