|
2022-04-04 14:52:22, 770 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას „უკრაინის პროვოკაცია“ უწოდა და შემთხვევაზე ექსპერტიზის ბრძანება გასცა
რუსეთის მთავარმა გამომძიებელმა ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ბრძანება გასცა. გამომძიებელი, ლექსანდრე ბასტრიკი შემთხვევას უკრაინულ "პროვოკაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "განზრახ ცრუ ინფორმაცია" გავრცელდა. რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიიდან უკვე ნანახი და გადმოსვენებულია 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. - ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე განაცხადა. 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)