|
2022-04-03 12:22:15, 1539 ნახვა
სხვადასხვა
ბაქოს ცენტრში მდებარე კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი
ბაქოს ცენტრში მდებარე კლუბში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი. 6 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, 12-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, 6-ის - სტაბილურია. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, 2022 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 03:00 საათზე, ბაქოს საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბეკოვის ქუჩაზე, 9-ში მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა. „ადგილზე იმყოფებიან პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სხვა შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები. გამომძიებლები და კრიმინალისტები ახორციელებენ აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს. პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 31 ადამიანი. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე არსებული ოპერატიული ვითარების შეფასებისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის მუშაობის დროს მოხდა აფეთქება, რამაც გამოიწვია ხანძარი და შენობის შიგნით ჩამონგრევა. მეხანძრე-მაშველების დროული ჩარევის წყალობით ხანძარი უმოკლეს დროში ლიკვიდირებული იქნა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)