|
2022-04-01 18:15:50, 610 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სამწლიანი პროგრამის შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისათვის
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი სამწლიანი პროგრამის შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისათვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან განმარტა, აღნიშნული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ახალი, 289 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსების თაობაზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში დასამტკიცებლად წარედგინება საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ.ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს საქართველოს ეკონომიკისთვის. მისი თქმით, 2020-2021 წლებში COVID-19-ის პანდემიის უკიდურესად ნეგატიური ეფექტის მიუხედავად, საქართველომ წარმატებით დაასრულა წინა პროგრამა, რომლის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებისა და სათანადო რესურსების მობილიზებისთვის. ფინანსთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას, გაწეული შრომისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და მის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს, ასევე, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს, სელიმ ჩაკირს და მის გუნდს, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)