|
2022-03-30 17:46:03, 649 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით Tbilisi Open Air ბრუნდება
2 წლიანი პაუზის შემდეგ ამიერკავკასიის ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი, "თიბისის" მხარდაჭეერით 24, 25 და 26 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air ბრუნდება. წლევანდელი ფესტივალი სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.
Tbilisi Open Air 2022-ის ჰედლაინერი იქნება თიბისის მიერ წარდგენილი Alt-J. აგრეთვე ჰედლაინერები იქნებიან Cigarettes After Sex, Rhye, Molchat Doma, Ajja, Acid Pauli, Robag Wruhme, Konstantin, Bedford Falls, MokuMoku, Konoba. ღონისძიებაში საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. Tbilisi Open Air-ზე მოუსმენთ ცნობილ უკრაინულ როკჯგუფს Okean Elzy. სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინული არმიის ლეიტანტის წოდებას ატარებს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის დროს აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში. გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში, ამარაგებს მოქალაქეებსა და სამხედროებს საჭირო ნივთებით, მღერის ბომბსაცავებსა და ბუნკერებში მოქალაქეების გასამხნევებლად. 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით, კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა. ათი წლის განმავლობაში, Tbilisi Open Air-ს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel. მუსიკალურ ფესტივალში საერთო ჯამში, 1000-მდე არტისტმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი ქალაქ თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)