|
2022-03-30 16:14:57, 484 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო პროგრამა“ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სამთავრობო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებში სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს და საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა ბათუმი ავარიული სახლების გარეშე. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. კერძო სექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს სახელმწიფო პროგრამის მექანიზმი. "პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით. შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად უზრუნველყოფს. შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ბათუმის მერი, აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ." - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)