|
2022-03-30 14:58:25, 601 ნახვა
საზოგადოება
ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვიზიტით ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია იმყოფებოდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. სამინისტროს იუნფორმაციით, თავდაცვის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტები განიხილეს. „უწყებათაშორის დონეზე ვიზიტის ყოველწლიური კონსულტაციების მიზანს ევროკავშირთან ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და მის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. ვიზიტის მსვლელობისას სტუმრებმა მოინახულეს თავდაცვის სამინისტროს საწვრთნელი დაწესებულებები, ასევე გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)