|
2022-03-30 11:14:53, 406 ნახვა
საზოგადოება
დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახი თბილისში ბინის მფლობელი გახდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დევნილ ვეტერანთა 18 ოჯახს თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. სააგენტოს დირექტორის ჯაბა სირბილაძის განცხადებით, დევნილი ვეტერანებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად რჩება. „საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების პროგრამა აქტიურ ფაზაშია. დღეს, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები გადავეცით. განსახლებაზე თანხმობა, ჯამში, დევნილ ვეტერანთა 123 ოჯახს ეთქვა. ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, მათ შესაძლებლობა ექნებათ განსახლების ალტერნატიული მოდელითაც ისარგებლონ და თავად მოიძიონ ბინა, რომელსაც სააგენტო შეუსყიდის. საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში“, - აღნიშნა ჯაბა სირბილაძემ. სააგენტო დევნილი ვეტერანების განსახლების მიზნით სპეციალურ პროექტს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის წინაშე მათი განსაკუთრებული დამსახურება სათანადოდ იქნას დაფასებული.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)