|
2022-03-29 12:42:57, 723 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს
აჭარაში განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გულისხმობს უშვილობის დიაგნოსტიკას და მკურნალობას. ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ,,ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას გავითვალისწინეთ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით მოქალაქეთა მომართვიანობა. გვაქვს ახალი ინიციატივები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ მიმართულებით უკვე შემდეგი კორექტირების დროს, ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი. მომართვიანობიდან გამომდინარე კი, მომავალ წლებში გაიზრდება დაფინანსება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ პირები, რომელთაც შვილის ყოლის მიზნით ესაჭიროებათ რეპროდუქციული სამედიცინო დახმარების გაწევა. დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები. აღნიშნული პროგრამისთვის ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. მომართვიანობიდან გამომდინარე შემდგომ ეტაპზე ბიუჯეტი გაიზრდება.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)