|
2022-03-28 11:13:38, 872 ნახვა
მსოფლიო
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გუშინ საწვავის ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები შეუმსუბუქონ, თუმცა ინფლაცია მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო, პატარა ქვეყანა - პატარა ეკონომიკით, ვერ იქნება გამონაკლისი. „გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკრან იდგა, პირადპირ უნდა ითქვას, „ნაციონალური მოძრაობა“. მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალაინ აწუხებთ ფასები და ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები, მაგრამ მინდა განვმარტო შემდეგი ინფორმაცია. ზოგადად ინფლაციას როდესაც ვახსენებთ, მინდა მოქალაქეებს გავახსენო, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არა ერთ ქვეყანაში ათწლეულების დონეს მიაღწია. ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა, გამოწვევაა ინფლაცია და ფასების ზრდა,ისე როგორც მთელ მსოფლიოში და საქართველო ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, გამორიცხულია ვიყოთ გამონაკლისი, იმიტომ რომ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო, ახლა დაემატა ტრაგედია და ეს ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბის ომი არ ყოფილა, ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზეც, ეკონომიკაზეც და ინფლაციაზეც“, - განაცხადა პრემიერმა.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)