|
2022-03-25 16:37:03, 912 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი დაესწრნენ. „ვახტანგ გომელაურმა ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლს საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას. ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)