10:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-25 10:32:44, 1203 ნახვა

მსოფლიო
UNICEF - ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ერთი თვის განმავლობაში 4,3 მილიონი ბავშვი იძულებით გადაადგილებულად იქცა. ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF-ი ავრცელებს.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, უკრაინაში 7,5 მილიონი ბავშვიდან, რუსეთის აგრესიის გამო 4,3 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა, რომელთაგან 1,8 მილიონმა ქვეყანა დატოვა.

"ომმა გამოიწვია ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გადაადგილება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ეს არის საშინელი ეტაპი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი მომავალ თაობებზე. მიმდინარე საშინელი ძალადობის გამო ბავშვების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობა საფრთხეშია."- განაცხადა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ რასელმა. 

OHCHR-ის მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 78 ბავშვი დაიღუპა, 105 კი დაშავდა.  ეს მონაცემები ეყრდნობა გაეროს, თუმცა შეძლო და რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

ამასთან განცხადებში, აღნიშნულია რომ ომს დამანგრეველი შედეგები მოჰყვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics