|
2022-03-21 22:30:58, 1062 ნახვა
საზოგადოება
პლაკატები თბილისში, რომლის დასკანერების შემთხვევაშიც, პროგრამა რუსეთის მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისს „სთავაზობს“
„ინფორმაცია გასაქირავებელი სახლების შესახებ“, „ინფორმაცია ყველა მუსიკალური ღონისძიების შესახებ“, „საუკეთესო ტურები საქართველოში“ - თბილისის ქუჩებში, მსგავსი შინაარსის მქონე ახალი პლაკატები გამოჩნდა. პლაკატებზე დატანილია სპეციალური QR კოდი, რომელიც კონკრეტულად რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზეა გათვლილი. მისი დასკანერების შემთხვევაში პროგრამა რუსებს ყველა საჭირო სერვისს „სთავაზობს“. პლაკატიდან შესაბამისი ბმულის გახსნის შემდეგ, სასურველი სერვისის ნაცვლად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ აგრესიაზე ჩნდება ინფორმაცია. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ იუწყება. „ეს არის სამეგობროს ინიციატივა. უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაწესებული სანქციების შემდეგ, რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის გვინდოდა გვეთქვა სიმართლე... ვიფიქრეთ, როგორ მიგვეტანა ჩვენი სათქმელი - ვიფიქრეთ, რა საჭიროებები ჰქონდათ: ბინის ქირაობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, რესტორნები და ტურები [და ეს გამოვიტანეთ]“, - ეუბნება პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ყიფიანი „რადიო თავისუფლებას“. ცნობისთვის, იდეის ავტორებმა თბილისის ცენტრალურ ნაწილში, ხუთი სახის პლაკატი გამოაკრეს, რომლის ხილვაც რუსულ და ინგლისურ ენებზეა შესაძლებელი.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)