|
2022-03-21 17:51:10, 821 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო მომარაგებისთვის, ფინანსურ მხარდაჭერას მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროკავშირი უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებასა და იარაღის მიწოდებას გაზრდის. ამის შესახებ 21 მარტს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა, ბრიუსელში სპეციალური საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე განაცხადა. „ჩვენ გავზრდით ფინანსურ სახსრებს სამხედრო საქონლის შესაძენად 1 მილიარდ ევრომდე, რათა ნათლად განვაცხადოთ, რომ ჩვენ სრული სოლიდარობით ვდგავართ უკრაინის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას“, - განუცხადა ანნალენა ბაერბოკმა ჟურნალისტებს. „უკრაინას სჭირდება დამატებითი იარაღი. ეს სამკვდრო-სასიცოცხლოა, ჩვენ ომის შუაში ვართ და ამიტომ აბსოლუტური სიფრთხილეა საჭირო იმის თაობაზე, თუ რომელი იარაღი და სად უნდა მივიტანოთ. ჩვენ განვიცდით, რომ რუსეთის მთავრობა აგრძელებს თავისი რიტორიკის ესკალაციას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, ისევე როგორც ნატო-ს ტერიტორიას“, - დასძინა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა. ბაერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსმა უნდა აღმოფხვრას ომის სხვა ქვეყნებში გავრცელების ალბათობა. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა უკრაინელების მიმართ, მაგრამ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა 450 მილიონი ევროპელის და ნატო-ს წევრების მიმართ. ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ სხვა ქვეყნებში მეტი საომარი მოქმედებები იქნება“, - აღნიშნა ანნალენა ბაერბოკმა.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)