|
2022-03-21 15:08:26, 730 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზე“ შეუზღუდავი წვდომა ექნება
წამყვან ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული უახლესი კვლევები და სტატიები, საერთაშორისო პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის უკვე ხელმისაწვდომია. მათი გაცნობა ელექტრონულ სამართლებრივ ბაზა „ჰეინონლაინზეა" (HeinOnline) შესაძლებელი. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „ჰეინონლაინზე" შეუზღუდავი წვდომა უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ სტანდარტებთან დაახლოების პროცესს, გააძლიერებს სამინისტროს სისტემაში სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებულ საქმიანობას და ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას. სამომავლოდ საერთაშორისო სამართლებრივ ელექტრონულ პლატფორმაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჟურნალ „იუსტიციის" განთავსებაც იგეგმება. „HeinOnline"-ის ბაზების ეფექტიანად გამოყენებისა და თანამედროვე კვლევის მეთოდების გასაცნობად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისათვის სპეციალური ტრენინგებიც ჩატარდება, რომლებსაც კვალიფიციური უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან. საერთაშორისო სამართლებრივ ბაზაზე წვდომა იუსტიციის სამინისტროსთვის ევროკავშირის პროექტ „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა II"-ის (Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement II) ფარგლებში განხორციელდა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)