|
2022-03-21 10:27:14, 891 ნახვა
მსოფლიო
WSJ - ვლადიმერ პუტინის ტაქტიკა შეიცვალა, ის უკრაინასთან ომში „გეგმა B-ზე“ გადადის
"შეიცვალა არა პუტინის სტრატეგია, არამედ მისი ტაქტიკა", მას შემდეგ, რაც კიევი ვერ დაიპყრო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "გეგმა B"-ზე გადადის. - წერს WSJ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტურმა დაცვამ აიძულა პუტინი შეეცვალა თავისი ტაქტიკა. პუტინს სურს, აიძულოს კიევი დათმოს უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. ამრიგად, რუსეთს სურს შექმნას "სახმელეთო დერეფანი" ქვეყნის დასავლეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე. წყაროს ცნობით, პუტინი გააგრძელებს სამხედრო ზეწოლას, მათ შორის ქალაქების დაბომბვას იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ზელენსკის დაკარგოს დასავლეთთან ალიანსში გაწევრიანების იმედები და დაეთანხმოს ნეიტრალურ სტატუსს და კრემლის სხვა მოთხოვნებს. თუ პუტინის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ რუსეთის ფედერაცია შეეცდება შეინარჩუნოს მისი რეგულარული ჯარების მიერ ოკუპირებული მთელი ტერიტორია და გააგრძელოს ესკალაცია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)