14:28 - 23 Jul, 2026
|
2022-03-20 14:11:14, 819 ნახვა
მსოფლიო
ბელგიაში კარნავალის დროს მანქანა ხალხში შევარდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი
ბელგიაში, სტრეპი-ბრაკნიში, მანქანა კარნავალის დროს ხალხში შევარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია RTBF იუწყება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 22-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. მანქანაში მყოფი პირები უკვე დააკავეს, ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში. ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა დაღუპულებსა და დაშავებულებს მიუსამძიმრა. „ღრმა სამძიმარს ვუცხადებ სტრეპში დილის ინციდენტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და მეგობრებს. რაც სასიამოვნო წვეულება უნდა ყოფილიყო დრამაში გადაიზარდა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას“, - დაწერა მან ტვიტერზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)