14:29 - 23 Jul, 2026
|
2022-03-20 14:04:29, 669 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 14 700-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 14 700-მდე ჯარისკაცი. უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 476 ტანკი, 1 487 ჯავშანტექნიკა, 230 საარტილერიო სისტემა, 74 სარაკეტო სისტემა და 44 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს. ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 96 თვითმფრინავი, 118 ვერტმფრენი, 947 საავტომობილო ტექნიკა, 21 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 3 ერთეული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)