|
2022-03-20 13:19:03, 751 ნახვა
მსოფლიო
მერია - მარიუპოლის ზოგიერთი მცხოვრები იძულებით გადაყავთ რუსეთში, მათ პასპორტებს ართმევენ
მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონის ზოგიერთი მცხოვრები იძულებით დეპორტირებულია რუსეთში,- ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ოკუპანტები მარიუპოლის მოსახლეობის ნაწილს იტაცებენ, პასპორტს ართმევენ და რუსეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.
"რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები აიძულებენ უკრაინის მარიუპოლის მცხოვრებლებს წავიდნენ რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ დომბასის ტერიტორიაზე გადასვლას. დილის 08:00 საათისთვის არის ინფორმაცია, რომ მარიუპოლის მარცხენა სანაპირო ოლქის აზოვსტალსკას და უკრაინელი კაზაკების ქუჩების მცხოვრებლებს უკანონოდ ასახლებენ მტრის ტერიტორიაზე. რუსებმა იძულებით დეპორტირებულ ადამიანებს უკრაინული პასპორტები ჩამოართვეს და სამაგიეროდ გასცეს ფურცელი, რომელსაც იურიდიული წონა არ აქვს და არ არის აღიარებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში. ოკუპანტები აგრძელებენ ნაცისტების მეთოდების გამოყენებას და მარიუპოლის გატაცებას!,"- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)