14:30 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 11:29:41, 734 ნახვა

მსოფლიო
გაერო - უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაშავებული მოქალაქეების რაოდენობა 2 246-ს შეადგენს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსულ აგრესიას 846 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 64 ბავშვი.  ორგანიზაციის ინფორმაციით, კრაინელები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან, თუმცა რეალური ზარალი გაცილებით მაღალია.

"24 თებერვლიდან 18 მარტამდე, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 2 246-ს შეადგენს, აქიდან 847 დაიღუპა, მათ შორის 64 ბავშვი, ხოლო 1,399 დაშავდა, მათ შორის 78 ბავშვი. უკრაინელები ძირითადად დაბომბვისა და საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი ხდებიან. რეალური ზარალი გაცილებით მაღალია,"- წერია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics