|
2022-03-19 16:12:17, 859 ნახვა
მსოფლიო
გაეროს წევრი ქვეყნები - შეგახსენებთ, მოსკოვს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების ისტორია, არა უკრაინას და სწორედ მოსკოვმა დაიწყო ეს უაზრო ომი
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა ქვეყნებმა, რომელთა შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები, ალბანეთი, საფრანგეთი, ირლანდია, ნორვეგია და გაერთიანებული სამეფო განცხადება გაავრცელეს. ქვეყნებმა რუსეთის ქმედებებს უწოდეს კიდევ ერთი მცდელობა, გამოიყენოს გაეროს უშიშროების საბჭო მათი დეზინფორმაციის გასავრცელებლად, რათა გაამართლონ უკრაინაზე მათი არაპროვოცირებული და აშკარა თავდასხმა."ჩვენ ვიცით ეს, რადგან სულ რაღაც ერთი კვირის წინ, იგივე მოტივით მოიწვიეს საბჭო და ჩვენ მოვისმინეთ ამაზრზენი ტყუილები." "საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ მოსკოვია, ის ვინც დიდი ხანია ინარჩუნებს ბიოლოგიური იარაღის პროგრამას საერთაშორისო სამართლის დარღვევით - და არა უკრაინა. სწორედ რუსეთს აქვს ქიმიური იარაღის გამოყენების კარგად დოკუმენტირებული ისტორია და არა უკრაინას. და სწორედ მოსკოვმა დაიწყო ეს უაზრო ომი." -ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)