|
2022-03-19 11:05:11, 908 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - უკრაინის აღსადგენად ევროკავშირმა შესაძლოა რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივები გამოიყენოს
უკრაინის აღსადგენად ევროკავშირმა შესაძლოა რუსების გაყინული აქტივები გამოიყენოს - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. იდეა დამუშავების ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. წყაროების თქმით, ერთ-ერთი შესაძლებლობად განიხილება აქტივების გამოყენება ომის რეპარაციების დასაფინანსებლად.საბოლოო გადაწყვეტილება, გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. ბლუმბერგი იხსენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დააწესა ათობით რუსი ოლიგარქის, მათ შორის ქვეყნის ზოგიერთი უმდიდრესი მილიარდერის წინააღმდეგ. მათ იახტები, კერძო თვითმფრინავები და ვილები ჩამოერთვათ. მხოლოდ იტალიამ 780 მილიონი ევროს ღირებულების ქონება გაუყინა ოლიგარქებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)