|
2022-03-19 10:15:54, 1023 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარს უჭერს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. - ამის შესახებ შარლ მიშელმა „ტვიტერზე“ დაწერა. „მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებას და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისათვის, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, - წერს შარლ მიშელი. ამასთან, შარლ მიშელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარის შესაახებაც ავრცელებს ინფორმაციას. „პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები“, - აღნიშნულია შარლ მიშელის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)