|
2022-03-18 18:36:19, 806 ნახვა
მსოფლიო
ბალტიის ქვეყნებმა 10 რუსი დიპლომატი გააძევეს
ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქვეყნებიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ლიეტუვამ 4, ლატვიამ და ესტონეთმა კი 3-3 დიპლომატი გააძევეს. "რუსი დიპლომატების ყველა უსაფუძვლო გაძევებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა აღნიშნა, რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი არის ის, მათი საქმიანობა დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამებოდა. ასევე, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გათვალისწინებით. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატები გააძევეს, რადგან ისინი პირდაპირ და აქტიურად უთხრიდნენ ძირს ესტონეთის უსაფრთხოებას და ავრცელებდნენ პროპაგანდას რუსეთის სამხედრო ქმედებების გამართლების მიზნით. ლიეტუვაში განაცხადეს, რომ რომ დიპლომატები "უკრაინის სოლიდარობის მიზნით" გააძევეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)