15:34 - 23 Jul, 2026
|
2022-03-18 15:21:46, 668 ნახვა
მსოფლიო
მედია - ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს უთხრა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამოცემის ცნობით, ერთ-საათიან საუბრში გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება და პროგრესის მიღწევა, რაც შეიძლება მალე, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზით. რაც შეეხება რუსულ მედიას, ის ლიდერებს შორის საუბრის დასრულების შემდეგ წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცს განუცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, ახალ და არარეალურ მოთხოვნებს აყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)