20:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 19:01:49, 861 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ელჩი ბოსნია-ჰერცეგოვინას „უკრაინული სცენარის” განმეორებით ემუქრება

რუსეთი ელჩი ბოსნია და ჰერცეგოვინაში, იგორ კალაბუხოვი აცხადებს, რომ მოსკოვს აქვს უფლება დაემუქროს ბოსნია და ჰერცეგოვინას განზრახვას გახდეს ნატოს წევრი. - ამის შესახებ " ბალკან ობსერვერი " იუწყება.

რუსეთის ელჩის თქმით, რუსეთს ამჟამად არ აქვს სამოქმედო გეგმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით   და მოსკოვი "სტრატეგიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობის ანალიზის შესაბამისად" იმოქმედებს .

"უკრაინის მაგალითზე ჩვენ ვაჩვენეთ, რა მოლოდინები გაქვს, თუ იქნება საფრთხე, ჩვენ რეაგირებას მოვახდენთ" - განაცხადა კალაბუხოვმა ბოსნიური ტელეარხის ეთერში.

ბოსნია-ჰერცეგოვინიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ჟელკო კომშიჩი ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და მისი განცხადება დაგმო.

”მე მკაცრად ვგმობ რუსეთის ფედერაციის ელჩის მუქარას, რომელიც მან გამოხატა ბოსნია და ჰერცეგოვინას ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. რუსეთის ელჩის გზავნილი, რომ რუსეთის ექნება რეაქცია და უკრაინის მაგალითის მოყვანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი ახორციელებს აგრესიას, არის ცალსახა და ამავე დროს მიუღებელი ბოსნია და ჰერცოგოვინასთვის“, - აღნიშნა ბიჰჰერ-ის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics