17:13 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 12:42:21, 687 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ვუსამძიმრებ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის

ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 12 მარტს, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს. მათ დღეს, იმერეთში, მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ.

ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის.

ამ შემთხვევის დროს ასევე დაშავდა  ჩვენი თანამშრომელი. მინდა, მას გამოჯანმრთელება და რაც შეიძლება მალე სამსახურში დაბრუნება ვუსურვო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics