|
2022-03-17 10:42:30, 736 ნახვა
საზოგადოება
მდინარე ბაისუბნის ხეობა 60 000-მდე კალმახის ქვირითით დათევზიანდა
ველური ბუნებისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს სპეციალისტებმა, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, მდინარე ბაისუბნის ხეობა 60 000-მდე კალმახის ქვირითით დაათევზიანეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. "მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში მარტივად ახდენს ადაპტაციას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანება ხდება საქართველის წითელი ნუსხის სახეობის აღდგენის მიზნით. ველური ბუნების სააგენტოს სპეციალისტებმა წელს, დასავლეთ და აღმოსვლეთ საქართველოს ჯამში 10 მდინარე 300 000-მდე ქვირითით დათევზიანდა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)