18:16 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 21:06:56, 1107 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - რუსეთს NATO-ში უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, მესიჯი ახლაც უცვლელია, ისევე როგორც იყო მრავალი წლის განმავლობაში.

„უკრაინა არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. მას აქვს საკუთარი უფლება აირჩიოს თავისი გზა. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაწყვეტილებებს. ამიტომ, მათზეა, უკრაინელებზეა გადასაწყვეტი. გვინდა თუ არა ნატო-ში მათი გაწევრიანება, ეს ალიანსის წევრმა, 30-მა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ არა რუსეთმა, რათა შეეცადოს და ვეტო დაადო ამ პროცესს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ბრიფინგზე, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, არიან თუ არა ალიანსის წევრი ისეთი ქვეყნები, რომლებიც უკრაინის თავზე ცის დახურვას ემხრობიან, განაცხადა, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოს, რომ ეს ომი უკრაინის ტერიტორიას არ გასცდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics