|
2022-03-15 13:19:27, 574 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პერსონალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა „როდესაც პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გრძელდება, ასევე გრძელდება ჩვენი გადაწყვეტილება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასანქციროთ კრემლის სამხედრო ტექნიკის დაფინანსება. სანქციების მეოთხე პაკეტი კიდევ ერთი დიდი დარტყმაა ეკონომიკურ და ლოჯისტიკურ ბაზარზე, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა უკრაინაში შეჭრის განსახორციელებლად. სანქციების მიზანია, რომ ვლადიმერ პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მეოთხე პაკეტი მოიცავს: 1. ტრანზაქციების აკრძალვას ზოგიერთი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებთან; 2. ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდების აკრძალვას, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომის აკრძალვას; 3. იმ პირთა სიის გაფართოებას, რომლებსაც აქვთ კავშირი რუსეთის თავდაცვით-საწარმო ბაზასთან, რომლებსაც უწესდება უფრო მკაცრი შეზღუდვები იმ მასალებსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ დახვეწას 4. რუსეთის ენერგო სექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელების აკრძალვას, ასევე ენერგო ინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი შეზღუდვების წარმოდგენას აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე; 5. შემდგომი სავაჭრო შეზღუდვების წარმოდგენას რკინისა და ფოლადის, ასევე ფუფუნების საგნების მიმართულებით;
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)