|
2022-03-14 15:31:02, 844 ნახვა
მსოფლიო
ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება კიდევ ერთხელ დააზიანეს
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და ქალაქ სლავუტიჩის მკვებავი ხაზი შეკეთების შემდეგ, ოკუპანტებმა იგი კვლავ დააზიანეს. ამის შესახებ ამბავს, „უკრენერგოს“ პრესსამსახური „ფეისბუკის“ გვერდი იუწყება. პრესსამსახურის თქმით, თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც 14 მარტს, 19:07 საათზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისა და ქალაქ სლავუტიჩის ელექტოროობის ენერგიით აღჭურვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, NPC Ukrenergo-ს სარემონტო ჯგუფი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კვლავ იძულებულია, რომ წავიდეს, რათა მიყენებული ზიანი აღმოაჩინოს და აღმოფხვრას. Ukrenergo აღნიშნავს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური არის მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც არ შეიძლება დარჩეს საიმედო ელექტრომომარაგების გარეშე. მისივე თქმით, ქალაქ სლავუტიჩის მაცხოვრებლების ელექტრომომარაგებაც დამოკიდებულია იმ ხაზზე, რომელიც კვებავს ატომურ ელექტროსადგურს. ,,უკრენერგოს" სარემონტო ჯგუფების შეუფერხებელი და სწრაფი წვდომა აღნიშნულ ელექტრო ხაზზე არა მხოლოდ უკრაინელი ხალხისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად ევროპისთვის. ცნობისთვის, UNIAN ასევე იტყობინება, რომ უკრაინაში 14 მარტს, დილით, დაბომბვების გამო, ათასზე მეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 09:30 საათისთვის კი, ,,ენერგოტომმა" აცნობა, რომ უკრაინის მოქმედი ატომური ელექტროსადგურები მუშაობას სტაბილურად აგრძელებენ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)