|
2022-03-11 20:42:45, 823 ნახვა
მსოფლიო
„თეგეტა“ უკრაინისთვის - 100 000 ლარი ომით დაზარალებულ მოსახლეობას
„თეგეტა ჰოლდინგი“ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. კომპანიის CSR პლატფორმაზე tegeta.care ახალია სექცია შეიქმნა - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშზე გადაირიცხება. პირველი დონაცია თავისუფლებისთვის „თეგეტა“-მ უკვე განახორციელა. ჰოლდინგმა ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. დღეიდან საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე სასურველი თანხის ჩარიცხვას კომპანიის თანამშრომლებისა და მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი მსურველი შეძლებს. დონაციის მოცულობა შეზღუდული არ არის, თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე. „„თეგეტა ჰოლდინგი“ მეგობარი უკრაინელების გვერდით დგას. საომარი მოქმედებების პირველივე დღიდან კავშირზე ვართ უკრაინელ პარტნიორებთან და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას ვთავაზობთ. „თეგეტა“-ს გუნდის წევრები აქტიურად გამოთქვამენ მხარდაჭერის სურვილს. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე დავამატეთ ახალი სექცია და იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ბევრი შემოუერთდება. გვჯერა, რომ დღევანდელ დღეს უკრაინის გვერდით დგომა ნიშნავს ზრუნვას თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. “ - აცხადებს „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად „თეგეტა ჰოლდინგმა“ დამატებით 20 000 ლარი, 2 მარტს უკვე გადაირიცხა ,,ნანუკას ფონდში უკრაინისთვის“. ფინანსური კონტრიბუციის გარდა, „თეგეტა“ თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიის ყველა ფილიალში უკრაინის ეროვნული დროშა განთავსდა. მხარდამჭერი სტიკერები და ინფორმაცია უკრაინის თავისუფლებისთვის შექმნილი ფონდის შესახებ სერვისცენტრებში მისულ ყველა მომხმარებელს ურიგდება.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)