|
2022-03-09 15:16:56, 641 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირში რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებასა და 3 ბელარუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი შეთანხმდა სამი ბელარუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გამორიცხვაზე. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის წარმომადგენლობითი დელეგაციის „ტვიტერის“ გვერდზე დაიწერა. „მიღებული ზომები მიმართულია SWIFT-ის სისტემიდან სამი ბელარუსული ბანკის გათიშვისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. საფრანგეთის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კრიპტოვალუტის ბაზარსაც შეეხება. გარდა ამისა, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლები შეთანხმდნენ მოამზადონ სანქციათა ახალი პაკეტი რუსეთის ხელისუფლებისა და ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესმენების წინააღმდეგ. „რუსეთის ლიდერებისა და ოლიგარქების, მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ ახალი სანქციები დამტკიცდება. გარდა ამისა, შეთანხმებული იქნა სანქციები იმასთან, რათა შევავსოთ და შევუსაბამოთ ჩვენი ზომები უკვე დაწესებულ შეზღუდვებს“,- აღნიშნულია საფრანგეთის წარმომადგენლობის განცხადებაში.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)