|
2022-03-09 12:17:33, 579 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პოლიციამ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ კანონი, 144 ოქმი შეადგინა
რუსეთის პოლიციამ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა რუსეთის არმიისა და მისი ქმედებების საზღვარგარეთ „დისკრედიტაციის“ შესახებ კანონი, 144 ოქმი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Network Freedom-ის იურიდიული დახმარების პროექტი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 7 მარტის დილით, ახალი მუხლით ბრალი უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციების 60 მონაწილეს წარუდგინეს, შვიდის დაჯარიმება უკვე მოასწრეს 30-დან 60 ათას რუბლამდე. ამასთანავე, ორგანიზაცია წერს, რომ ჯარიმების ჯამური რაოდენობა 235 ათასი რუბლია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთი ოქმი შედგა სანკტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადში, მინიმუმ ექვსი კრასნოიარსკში და მინიმუმ 53 კალინინგრადში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული ძალების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულ გახდა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ისეთი მოწოდებებისთვის, რომლბიც „ეწინააღმდეგება რუსული ჯაარების გამოყენებას რუსეთთან ინტერესების დასაცავად“. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საპროტესტო აქციაზე აღნიშნულ მოთხოვნებს გააჟღერებენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)