|
2022-03-08 22:17:59, 1033 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას სიტყვით მიმართა - გააკეთეთ, რაც შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ და ცა ჩაკეტეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ კანონმდებლებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და უკრაინის ცის ჩაკეტვა სთხოვა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატას სიტყვით მიმართვის დროს განუცხადა, რომ უკრაინელები ახლა, თავიანთი მიწისათვის, იმ ომში იბრძვიან, რომელიც არც სურდათ და არც დაუწყიათ. „მეგობრებო, ლორდებო და პარლამენტარებო, მოგმართავთ თქვენ და თითოეულ თქვენს მოქალაქეს. დიდებული ერის დიადი ისტორიით. მოგმართავთ თქვენ, როგორც უკრაინის მოქალაქე და პრეზიდენტი. დიდებული ქვეყნის შვილი. მინდა მიმდინარე 13 დღიანი ომის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც ჩვენ არ გვინდოდა და არ დაგვიწყია. ვიბრძვით იმიტომ რომ ჩვენი მიწის დაკარგვა არ გვინდა... ჩვენი ცა ჯერ კიდევ ღიაა რუსული რაკეტებისთვის და ვერტმფრენებისთვის. თავისუფლება ჩვენთვის უძვირფასესია. არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ როგორც ხმელეთსა და ზღვაზე, ასევე ცაშიც. დავიცავთ ჩვენს მიწას, რომელიც ფასდაუდებელია. ყველა ადგილზე ვიბრძოლებთ. არ აქვს მნიშვნელობა სად და როგორ, მთავარია რომ არ დავნებდებით. გვჭირდება თქვენი, მსოფლიოს და ცივილიზებული სამყაროს დახმარება. მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონის. დაგვეხმარეთ და ცა ჩაკეტეთ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც კი შეგიძლიათ. მადლობელი ვარ თქვენი და ბრიტანელი ერის. დიდება დიდებულ უკრაინას და დიდ ბრიტანეთს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)