|
2022-03-07 14:11:18, 661 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადონ
რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების გაგრძელების გამო ,უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, შემოიღონ ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სანქციათა ახალი პაკეტი უნდა მოიცავდეს რუსეთის ექსპორტისა და იმპორტის სრულ ბოიკოტს. „თუ შემოჭრა გრძელდება და რუსეთი არ ამბობს უარს მის გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ, შესაბამისად, საჭიროა სანქციათა ახალი პაკეტი, ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მსოფლიოს ხათრით. ბოიკოტი რუსულ ექსპორტს, მათ შორის, უარის თქმა რუსულ ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ ემბარგო, ან უბრალოდ გამოიყენო მორალი, როცა უარს იტყვი ტერორისტისთვის ფულის მიცემაზე. ბოიკოტი რუსეთში იმპორტს, თუ არ სურთ მიჰყვნენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ მათ არ უნდა მიიღონ საქონელი და მომსახურება ცივილიზაციისგან. დაე, ომმა გამოკვებოს ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)