2022-03-04 12:11:02, 862 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც შეიარაღებულ ძალებზე „ფეიკ ინფორმაციის“ გავრცელება დასჯადი გახდა
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული ძალების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულ გახდა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გარდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ისეთი მოწოდებებისთვის, რომლბიც „ეწინააღმდეგება რუსული ჯაარების გამოყენებას რუსეთთან ინტერესების დასაცავად“.
გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საპროტესტო აქციაზე აღნიშნულ მოთხოვნებს გააჟღერებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,