03:53 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 10:07:50, 501 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთში 15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება

მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა ჩერნობილი და იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენებს, რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდირ ზელენსკიმ განაცხადა. 

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთში 15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება. 

„იწვის ევროპის ყველაზე დიდი ატომური სადგური. ახლა რუსები ტანკებიდან ესვრიან ატომურ ბლოკებს. ისინი აღჭურვილები არიან თბოვიზორებით. ამიტომ მათ ზუსტად იციან, სად ურტყამენ. ისინი ამისთვის ემზადებოდნენ. მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა ჩერნობილი, ვინც იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენებს, რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის. ევროპელებო გაიღვიძეთ. უთხარით თქვენს პოლოტიკოსებს, რუსული ძალები ცეცხლს უხსნიან ატომურ ელექტროსადგურს“,- აცხადებს ზელენსკი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics