|
2022-03-03 20:41:10, 897 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს - დაჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან, ოღონდ არა 30 მეტრში, როგორც სხვებთან, მე არ ვიკბინები
„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ახლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დამელაპარაკე, რისი გეშინია?!“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტნს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა და უკრაინელი ხალხი ტერორისტები არ არიან, ისინი სხვა სახელმწიფოების მიწებს არ იტაცებენ და არც არავის ემუქრებიან. „რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ახლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ნათქვმსაც გამოცემა UNIAN, ტელეგრამზე ავრცელებს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)