|
2022-02-26 10:38:37, 579 ნახვა
პოლიტიკა
ანტონ გერაშენკო - ქართველებს სურთ პუტინის წინააღმდეგ სანქციები, მაგრამ მათი რუსეთის პრემიერ-მარიონეტი წინააღმდეგია
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო გუშინ, თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორ გერაშენკო აღნიშნავს, ქართველებს სურთ პუტინის წინააღმდეგ სანქციები, თუმცა პრემიერ-მარიონეტი ღარიბაშვილი, წინააღმდეგია. „ქართველებს სურთ რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სანქციების შემოღება, მაგრამ მათი რუსეთის პრემიერ-მარიონეტი, წინაღმდეგია“, - წერს გერაშენკო. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებდნენ უკრაინელ ხალხს და ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენებას ითხოვდნენ, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)