|
2022-02-26 07:45:26, 3257 ნახვა
Lifestyle
რუსეთის უაზრო, გაუმაძღარი შეჭრა უკრაინაში უნდა შეწყდეს - მადონას მიმართვა უკრაინელებს - ვიდეო
პოპის დედოფალად წოდებულმა მადონამ (ლუიზა ჩიკონე) უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. -რუსეთის უაზრო, გაუმაძღარი შეჭრა უკრაინაში უნდა შეწყდეს" - განაცხადა მადონამ თავის ისტაგრამზე. წერილს პოპ დივარ ვიდეოც დაურთო. "გთხოვთ, გამოაგზავნოთ ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის მილიონობით მოქალაქის გადასარჩენად, რომელთა ჯანმრთელობა და სიცოცხლეც დაზარალდა ამ კრიზისის შედეგად. მსოფლიოში გაყიდულია მადონას 300 მილიონზე მეტი ალბომი. იგი გინესის მსოფლიო რეკორდების მიერ აღიარებულია, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი შემსრულებელი ქალი. RIAA-ს სიაში მადონას იკავებს მეორე ადგილს ყველაზე სერტიფიცირებულ ქალ შემსრულებლებს შორის, 64.5 მილიონი გაყიდული დისკით. ჟურნალ „ბილბორდის“ თანახმად, მადონა ცხელი ასეულის სინგლების ჩარტში ყველაზე წარმატებული სოლო შემსრულებელია, საერთო ჯამში კი – The Beatles-ის შემდეგ რიგით მეორე. იგი აგრეთვე რეკორდსმენია ყველაზე შემოსავლიანი სოლო-ტურნეების მხრივ – 1990 წლიდან გაყიდული ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ 1.31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მადონა, რომელიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრიც არის, VH1-ის მუსიკაში 100 უდიდესი შემსრულებელი ქალების სის სათავეშია. Rolling Stone-მა იგი დაასახელა ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის და სიმღერების 100 უდიდესი ავტორის სიაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)