|
2022-02-25 17:14:13, 538 ნახვა
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკო - კიევი თავდაცვის ფაზაშია გადასული, ვითარება მძიმე და დაძაბულია
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქი თავდაცვის ფაზაშია გადასული და რუსეთს სურს, რომ კიევი მუხლებზე დააჩოქოს და გაანადგუროს. მერმა კიევის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ თავშესაფრები არ დატოვონ. „ზოგიერთ რაიონში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. უკრაინელი სამხედროები ანეიტრალებენ რუსულ დივერსიულ ჯგუფებს. სამწუხაროდ, ამ დივერსიული ჯგუფების ნაწილმა კიევში შეაღწია. მტერს სურს დედაქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და ჩვენ გაგვანადგუროს. დარჩით სახლში - სახლში ან თავშესაფრებში. გასვლა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაშის სიგნალზე მიდიხართ თავშესაფარში. თავშესაფრების რუკა შეგიძლიათ იხილოთ ქალაქის ხელისუფლების ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში. მოვუწოდებ კიევის სხვა რაიონების მოსახლეობას, არ დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფრები. იმისთვის, რომ საფრთხეში არ აღმოჩნდეთ",- განაცხადა კიევის მერმა. მერის თქმით, სიტუაცია მძიმე და დაძაბულია. „მძიმე ვითარებაა. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ყველანაირად ვეხმარებით. ჩვენ, როგორც ქალაქის ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იყოს“, - განაცხადა კლიჩკომ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)