|
2022-02-24 19:34:49, 508 ნახვა
მსოფლიო
კიევში კომენდანტის საათი დაწესდა
კიევში დღეიდან კომენდანტის საათი წესდება, რომელიც 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. "მეგობრებო! კიევში დღეიდან კომენდანტის საათი წესდება. ის 22:00-დან 07:00 საათამდე იმოქმედებს. ეს იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ სამხედრო აგრესიისა და საომარი მდგომარეობის პირობებში, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აუცილებელია. კომენდანტის საათის დროს არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეტროსადგურები კი ამ დროის განმავლობაში თავშესაფრებად იქნება ხელმისაწვდომი. თხოვნაა ყველა ადგილობრივისთვის, დროულად დაბრუნდნენ სახლში. თუ კომენდანტის საათის დროს ქალაქში გადაადგილება აუცილებელი იქნება, აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, - განაცხადა კიევის მერმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)