13:22 - 24 Jul, 2026
|
2022-02-24 19:27:01, 560 ნახვა
მსოფლიო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ
უკრაინული გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით, რუსული ჯარები ბელარუსიდან ჩერნობილში შევიდნენ. ინფორმაციას ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო, ტელეგრამით ავრცელებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც ადასტურებს. „ეროვნული თავდაცა მათ მტკიცე წინააღმდეგობას უწევს. თუ ოკუპანტების არტილერია თავს დაესხმება ამ საწყობის ბირთვულ ნარჩენებს, რადიოაქტიური ღრუბლები დაფარავს უკრაინას, ბელარუსსა და ევროკავშირს“ - განაცხადა ჟურნალისტმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)