09:52 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 18:39:15, 602 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს

ველოდებით პრეზიდენტის განკარგულებას, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი დასავლელ პარტნიორებთან  უნდა იყოს შეთანხმებული.

"ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს ძალიან მჭიდროდ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან. არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. გამომდინარე აქედან, ყველა განცხადება და რეზოლუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენც ვამზადებთ - ეს მოვლენები უნდა იყოს აცდენილი ესკალაციის გადმოტანას საქართველოში.

ახლა ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის განკარგულებასაც. რეზოლუციის პროექტი როდესაც საჯარო გახდება, მიიღებთ ამ ინფორმაციასაც. პროექტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ეს ახალი რეზოლუციის პროექტი გაეცნობა ყველას, ჯერ ხომ ვიღაცამ „დრაფტი“ უნდა გაწეროს, რომ ყველა გაეცნოს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics