13:22 - 24 Jul, 2026
|
2022-02-24 16:00:16, 562 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური - რუსული ჯავშანტექნიკა კიევის ოლქში შეიჭრა
რუსული ჯავშანტექნიკა კიევის ოლქში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსული ბატალიონი ოლქში სახელმწიფო საზღვრის გავლით, ვილჩას სასაზღვრო პუნქტის გარღვევით შევიდა. გარდა ამისა, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელი სამხედროები თავდამსხმელებს წინააღმდეგობას უწევენ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)